ცხინვალში საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 1 ივნლისიდან განაახლებს – საინფორმაციო სააგენტო რესის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სათანადო მომზადება “ადგილობრივ ხელისუფლებას” დაევალა.
ე.წ. პრემიერმინისტრმა ერიკ პუხაევმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მცირეწლოვანი შვილების მშობლებს სამსახურში წასვლის შესაძლებლობა მიეცეთ.
სააგენტოს ცნობით, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ამ დრომდე კარანტინში იმყოფებიან, 1 ივლისიდან კი მათ სამსახურში წასვლის შესაძლებლობა ექნებათ. ამავე პერიოდიდან განაახლებენ მუშაობას 65 წელს გადაციელბული დასაქმებული პირები.
ე.წ. განათლების მინისტრის თქმით, 5 ივლისიდან საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მოეწყობა სპეციალური სივრცე, სადაც საბავშვო ბაღის პერსონალს განუმარტავენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სამსახურში, რაც პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზომების დაცვას ეხება.
ამ დროისთვის, ცხინვალში კოვიდინფიცირების შემტხვევების რიცხვი 85-ს აღწევს. პირველი შემთხვევა 5 მაისს დაფიქსირდა. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დორისთვის 50 გამოჯანმრთელებულია.