30 ივნისის ჩათვლით, დაფნარის კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე და გეგუთიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია

447

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი 4 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისა, 30 ივნისის ჩათვლით ჩაიკეტება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, 10 აპრილის 16:00 სთ-დან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებულ ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე 25 ივნისის ჩათვლით იყო ჩაკეტილი და ამჟამად საჭიროა, აღნიშნული რეჟიმი 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდეს.

„ასევე, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში, ღ.ს.ს. “აკკორდ ჯორჯიას“ მიერ მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 25 ივნისი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ ესწრება და საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა გაგრძელდეს 30 ივნისის ჩათვლით,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.