თბილისში ცაბაძის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენა იგება

681

დიდუბის გამგეობა რაიონის მასშტაბით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს.

ამჯერად, გამგეობის ინფორმაციით, ცაბაძის ქუჩაზე 4 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება.  სავალ ნაწილთან ერთად, შეიცვალა დაზიანებული ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების საერთო ღირებულება 249 000 ლარს შეადგენს.

 აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ „GWP-მა“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა – დაზიანებული წყლის მილები ახლით შეცვალა, რის შემდგომაც გამგეობამ ასფალტის საფარის მოწესრიგება დაიწყო.