გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის სკოლამდელი დაწესებულების ეზოში რამდენიმე ატრაქციონი დამონტაჟდება.
შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 734 ლარია.
ტენდერით გათვალისწინებულია რამდენიმე სახეობის ატრაქციონის, მათ შორის აიწონა-დაიწონას,სასრიალოს და საქანელას დამონტაჟება. ასევე ეზოში მოეწყობა ფანჩატურიც.
ამ ეტაპზე სააგენტო კომპანიების შერჩევის ეტაპზეა. ტენდერის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 20-დღიანი ვადა მიეცემა.