ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი განყოფილება დაემატება

602

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი განყოფილება დაემატება. შესაბამისი გადაწყვეტილება  საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ცვლილება  სოცოალური სამსახურის დებულებაში შევიდა, რომლის თანახმად, ახალი განყოფილება რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვასა და  მხარდაჭერაზე იმუშავებს.

სოციალურ საკითხთ სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ფიქრია ხაჭაპურიძის განცხადებით, განყოფილება საქმიანობას სექტემბერში შეუდგება. რაც შეეხება თანამშრომლების შერჩევას  კონკურსის გზით მოხდება.

ახალ განყოფილება, საადაც  11 ადამიანი დასაქმდება, სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით დაკომპლექტდება.