გაბაიძე: აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნები პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული წესით ჩატარდება

371

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნები პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული წესით ჩატარდება.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, მაჟორიტარების რაოდენობა ექვსიდან სამამდე შემცირდება, პროპორციული სისტემით კი 18 დეპუტატს აირჩევენ.

დავით გაბაიძის ინფორმაციით, ბარიერი და ბლოკები განსაზღრული ამ ეტაპზე არ არის, „ქართული ოცნება” კი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან გაიაროს კონსულტაციები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცნობით, მომავალ კვირას რიგგარეშე პლენარული სხდომა ჩაინიშნება.