გორის ქუჩებში 6 სხვადასხვა სახეობის ყვავილი დაირგვება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ხელშეკრულება შპს “მწვანე სახლს” გაუფორმა.
სააგენტომ აღნიშნული კომპანიისგან 6 სახეობის ყვავილის 8 500 ჩითილი შეისყიდა, რომელთა შორის არის: ბეგონია მწვანე ფოთლით თეთრ ყვავილში, ასევე ბეგონია წითელი ფოთლით წითელ ყვავილში, ვარდისფერი, წითელი და ყვითელი პეტუნია და ყვითელი ტაგეტესი.
ჯამში აღნიშნული ყვავილების შესასყიდად, 4 200 ლარი დაიხარჯა.