საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრები საარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მეშვიდე და მერვე ნაწილებს ასაჩივრებს, რაც დეპუტატობის კანდიდატებს ცესკო-ში რეგისტრაციისთვის ავალდებულებს, ნარგოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას. „გირჩს" მიაჩნია, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც საარჩევნო ხმის უფლებას აწესრიგებს. „გირჩის" წევრები მოითხოვენ, რომ საკანონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს ეს ნორმა.„მიგვაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, რომელიც დეპუტატობის კანდიდატებს შარდვას და ნარკოლოგიური ცნობის...
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხარაგაულის სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა საფრთხის წინაშე დააყენა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ბაღის გამგე ნინო ჭუბაბრია ამბობს, რომ შენობის მოპირდაპირე მხარეს მთაში გვირაბი უნდა გაიჭრას. სამშენებლო სამუშაოების გამო მდინარე ძირულას კალაპოტმა შენობისკენ გადმოიწია. „მდინარე ძირულას ძლიერი ადიდება ახასიათებს და, შესაძლოა, ბაღის შენობას საძირკველი გამოაცალოს, – ამბობს ნინო ჭუბაბრია, – 1986 წელს აშენებული ბაღის შენობა ავარიულია, სრული რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია. ძირულას...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის მიზნით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.  „მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრაზე ეს საკითხი გამოიკვეთა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, თუ რომელი მუნიციპალური პროგრამებით შეუძლია ისარგებლოს, ვის მიმართოს და როგორ. სოფლის ხელმძღვანელების მხრიდან მეტი აქტიურობა და პასუხისმგებლობაა საჭირო....
ახალციხის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობას ახალციხის მერია სამ თვეზე მეტია სწავლობს. მოკვლევის პარალელურად კი მშენებლობა გრძელდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის მერიის მოწოდებული ინფორმაციით, საქმის წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლით მიმდინარეობს. სხვა განმარტებებს მერიაში არ აკეთებენ, ასევე უცნობია 25-ე მუხლის რომელი ნაწილით მიმდინარეობს მოკვლევა. „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის მერიას 3 თვის წინ დაწყებული...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის სკოლამდელ დაწესებულებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. თავდაპირველად, მერიამ ტენდერი რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 19 200 ლარია. "სკრის საბავშვო ბაღის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო (ახალი სახურავის, ელექტროობის, გათბობის, საკანალიზაციო და წყალსადენის ქსელების მოწყობა, იატაკების, კარ-ფანჯრების, ფასადების რეაბილიტაცია) და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები",- ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში. მხოლოდ დეტალური პროექტის...
ელიზა ბირთველიშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელსაც სასმელი წყალი სოფელ ატენში გორიდან მიაქვს. პრობლემა, რომელიც 2016 წლიდან უნდა მოგვარებულიყო, 2020 წლის ზაფხულში ისევ დგას. ამ თემაზე ინფორაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მისი თქმით, საოცარი სწორედ ისაა, რომ ბევრს წყლის მოგროვება გორიდან უწევს: "ეს ყველაფერი პირიქით უნდა ხდებოდეს. გორელებს აქედან უნდა მიჰქონდეთ წყალი, ჩვენ კი, პირიქით ვართ," - ამბობს ელიზა ბირთველიშვილი. ატენში...
სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის მშენებლობა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მოინახულა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისათვის 2 432 600 ლარია გამოყოფილი და მშენებლობა მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია "იბოლია" თამარ მეფის ქუჩაზე სამუშაოებს არაჯეროვნად და არასრულყოფილად შეასრულებს, თიბისი ბანკის იღებს ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესრულებლობის შემთხვევაში, 20800 ლარი აანაზღაუროს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  კომპანია "იბოლიამ" კი 833 000-ლარიან ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც თამარ მეფის ქუჩის (ჭალის მხარე) რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სატენდერო წინადადებების მიხედვით, კომპანია ვალდებული იყო 41600-ლარიანი გარანტია წარედგინა. რატომ ჩააყენეს პრივილეგირებულ მდგომარეობა გორის მაჟორიტარი...
რუსთავში, სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან ფანცულაიას ქუჩაზე გადარგული ხეები გახმა და მოჭრეს. როგორც ინფო რუსთავს ადგილობრვებმა განუცხადეს, ხეებმა ხმობა გადარგვიდან მალევე დაიწყეს. არსებული ინფორმაციით, ხეები კერძო მესაკუთრემ კომერციული ობიექტის მშენებლობის მიზნით სხვა ტერიტორიაზე გადარგო, რის შემდეგაც მას ხეების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა.
ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დღეის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 1 973 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 555 225 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, სოფლის...
40 ახალი 10 მეტრიანი ავტობუსი რუსთავში ოქტომბრის თვეში შემოვა, -ამის შესახებ Tv4-ს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალ ავტობუსებთან დაკავშირებით, ტენდერი შედგა და ოქტომბრის თვეში, ავტობუსები ქალაქში უნდა შემოვიდეს. “თქვენ იცით კარგად, რომ საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მოხდა შესაბამისი სტანდარტებით ტენდერის გამოცხადება ახალ ავტობუსებთან დაკავშირებით და ტენდერი უკვე შედგა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და 40 ახალი 10 მეტრიანია ავტობუსების შემოყვანა იგეგმება ოქტომბრის თვეში....
video
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრმის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, 9 აპრილის ქუჩის ბოლოდან "ხაოს მარნამდე" მისასვლელი გზა მოასფალტდება. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ეს მონაკვეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით შეირჩა. კონკურსი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითრების პროგრამის ფარგლებში ტარდება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, პროექტის...
თელავის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული პროექტი 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. პროექტი „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგიის გადაწყვეტილებები“ საქართველოდან ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატის მიერ ჩატარებულ კონკურსზე ერთადერთი იყო. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტმა ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად შეიმუშავა, ფინალურ ეტპაზე ექვსი სხვადასხვა ქვეყნის ექვს პროექტს შორის მოხვდა. უწყების ინფორმაციით...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32.6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ღირებულება 23 837 700 ლარი. ტენდერი 24 ივნისს გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანიამ გზის მშენებლობა ტენდერის გამარჯვებიდან 26 თვეში უნდა შეძლოს.
ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ "გოდერძის" მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა ორი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. სოფელ რიყეთთან ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავდა. როგორც ისინი აცხადებენ, წლების განმავლობაში კურორტ "გოდერძის" მიმართულებით გადაადგილება უჭირთ და მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეიძლება მოძრაობა. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვს, რომ გზის დროული რეაბილიტაცია მოხდეს, რადგან აუცილებლობის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მანქანასაც უჭირს გადაადგილება. აქციის მონაწილეებთან ერთად, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. საპროტესტო...
video
ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაო პროექტის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. დაგეგმილია შენობის სრული რეაბილიტაცია. შეგახსენებთ, სასახლე 1949 წელს გაიხსნა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ