საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრები საარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მეშვიდე და მერვე ნაწილებს ასაჩივრებს, რაც დეპუტატობის კანდიდატებს ცესკო-ში რეგისტრაციისთვის ავალდებულებს, ნარგოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას.
„გირჩს” მიაჩნია, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც საარჩევნო ხმის უფლებას აწესრიგებს.
„გირჩის” წევრები მოითხოვენ, რომ საკანონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს ეს ნორმა.„მიგვაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, რომელიც დეპუტატობის კანდიდატებს შარდვას და ნარკოლოგიური ცნობის წარდგენას სთხოვენ ცესკოში იმ მოტივით, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, დეპუტატობის კანდიდატის შარდი არის სუფთა. რაც დამამცირებელია როგორც კანდიდატების ასევე ხალხის მიმართ, ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და თანამდებობის პირის მიმართ ესეთი მოთხოვნების წაყენება არ არის ლეგიტიმური”, – აცხადებს „გირჩის“ წევრი ლევან ჯგერენაია.