ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

1303

ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაო პროექტის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

დაგეგმილია შენობის სრული რეაბილიტაცია. შეგახსენებთ, სასახლე 1949 წელს გაიხსნა.