40 ახალი 10 მეტრიანი ავტობუსი რუსთავში ოქტომბრის თვეში შემოვა, -ამის შესახებ Tv4-ს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.
მისივე განცხადებით, ახალ ავტობუსებთან დაკავშირებით, ტენდერი შედგა და ოქტომბრის თვეში, ავტობუსები ქალაქში უნდა შემოვიდეს.
“თქვენ იცით კარგად, რომ საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მოხდა შესაბამისი სტანდარტებით ტენდერის გამოცხადება ახალ ავტობუსებთან დაკავშირებით და ტენდერი უკვე შედგა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და 40 ახალი 10 მეტრიანია ავტობუსების შემოყვანა იგეგმება ოქტომბრის თვეში. ავტობუსები ეკოლოგიაზე დადებითად აისახება, გამომდინარე იქიდან რომ ექნება ნაკლები გამონაბოლქვი,” – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.