გურჯაანის მერია „ხაოს მარანთან“ დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტს კონკურსზე წარადგენს

613

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრმის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

გრანტის მოპოვების შემთხვევაში, 9 აპრილის ქუჩის ბოლოდან “ხაოს მარნამდე” მისასვლელი გზა მოასფალტდება. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ეს მონაკვეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით შეირჩა. კონკურსი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითრების პროგრამის ფარგლებში ტარდება.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში ე.წ. „ხაოს მარნისკენ“ მიმავალი გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

„გრანტის პირობებში უნდა წარგვედგინა ის ლოკაცია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას მოიცავს. ფართო განხილვის დრო არ გვქონდა, ამიტომ შევარჩიეთ ცხრა აპრილის ქუჩის ბოლოს ე.წ. ხაოს მარნისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია. მანდ არის რამდენიმე მცირე საწარმო განთავსებული. ასევე არის ტერიტორიები, სადაც შეიძლება სამომავლოდ გაიზარდოს მცირე საწარმოების რიცხვი,“ – ამბობს ბერძენიშვილი.

კოტე ბერიძიშვილის თქმით, საგრანტო პროექტის განხილვა ორ ეტაპად მოხდება.