გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის სკოლამდელ დაწესებულებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
თავდაპირველად, მერიამ ტენდერი რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 19 200 ლარია.
“სკრის საბავშვო ბაღის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო (ახალი სახურავის, ელექტროობის, გათბობის, საკანალიზაციო და წყალსადენის ქსელების მოწყობა, იატაკების, კარ-ფანჯრების, ფასადების რეაბილიტაცია) და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები”,- ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
მხოლოდ დეტალური პროექტის შედგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი უშუალოდ სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერის გამოცხადება. რაც შეეხება აღნიშნულ შესყიდვას, წინადადებების მიღება ტენდერზე 3 ივლისს მთავრდება.