ადიგენის სოფელ ბოლაჯურში სკოლა შენდება

701

სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის მშენებლობა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მოინახულა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისათვის 2 432 600 ლარია გამოყოფილი და მშენებლობა მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება.