გომისმთის გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

655

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32.6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ღირებულება 23 837 700 ლარი. ტენდერი 24 ივნისს გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანიამ გზის მშენებლობა ტენდერის გამარჯვებიდან 26 თვეში უნდა შეძლოს.