თელავის მუნიციპალიტეტის პროექტი 2020 წლის ევროკავშირის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

903

თელავის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული პროექტი 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

პროექტი „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგიის გადაწყვეტილებები“ საქართველოდან ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატის მიერ ჩატარებულ კონკურსზე ერთადერთი იყო.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტმა ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად შეიმუშავა, ფინალურ ეტპაზე ექვსი სხვადასხვა ქვეყნის ექვს პროექტს შორის მოხვდა.

უწყების ინფორმაციით იგი მიზნად ისახავს ორი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურ რეაბილიტაციას და ადგილობრივი მყარი სასოფლო – სამეურნეო (მევენეხეობის) ნარჩენების გამოყენებას ამ სააღმზრდელო დაწესებულებების გასათბობად.