სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალციხის მერიაში რამდენიმე დღის წინ შევიდნენ. ამ ეტაპზე, აუდიტორები ადგილზე, მუნიციპალიტეტში მუშაობენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აუდიტის შესვლა წლიურ გეგმაში გათვალისწინებული იყო: „ახალციხის მუნიციპალიტეტში გეგმური აუდიტი დავიწყეთ. პროცესი შეჩერებული იყო ეპიდვითარების გამო. აუდიტორები ადგილზე მუნიციპალიტეტში მუშაობენ რამდენიმე დღეა. ანუ ახალი დაწყებული გვაქვს აუდიტორული შესწავლა“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში. მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო აუდიტი გეგმის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციისთვის ხელახალი ელექტრონული ტენდერი, შესაძლოა, ზაფხულის განმავლობაში  გამოცხადდეს. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ ვანში არქეოლოგიურ მუზეუმში სტუმრობისას განაცხადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მისივე თქმით, წინა ტენდერის ჩაშლის მიზეზი თავდაპირველად გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვის დროს გამოვლენილი  გამარჯვებული კომპანიის მიერ ვადების დარღვევა იყო. "ვემზადებით ახალი ტენდერისთვის. მათ ჰქონდათ ვალდებულება კონკრეტულ დროში წარმოედგინათ შესაბამისი ხარისხის დოკუმენტაცია,...
video
შეჩერებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები კალაურში მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. სოფელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, სავალი ნაწილი გადათხრილია, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაოები მიატოვეს. ისინი ადგილზე უკვე ერთი კვირაა აღარავის უნახავს. კალაურში წყლის პრობლემაც აქვთ. მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით და ისიც იმდენად მცირე რაოდენობით მიეწოდება, რომ მარაგის აღებას ვერ ასწრებს. კალაურელების პრობლემა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ დასახმარებლად ტელეკომპანია "გურჯაანს“ მომართეს.
video
ველისციხეში პარკთან და სამუსიკო სკოლასთან მისასვლელი გზის შესაკეთებლად 770 ათას ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გუჯრაანის ტელევიზია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, პარკთან მისასვლე გზაზე აგვისტოს ბოლომდე მოეწყობა სანიაღვრე არხები და დაიგება ასფალტის პირველი საფარი. რაც შეეხება მეორე საფარს, ჯერჯერობით, თანხა გამოყოფილი არ არის. გურჯაანის მერიაში იმედოვნებენ, რომ გზის სრულად მოასფალტებას 2021 წლამდე დაასრულებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც 1 ევლისს გაიმართა, გარევაჭრობის რეგულაციების წესის პროექტზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. საკითხის ირგვლივ  იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა. "ძირითადდ, დღეის მდგომარეობით, გარემოვაჭრეები ვინც არიან, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ ის ადგილები, რომელსაც მერია შეარჩევს. გადაცემა მოხდება იმ პირთათვის, ვინც იქნება გარევაჭრობის მოსურნე და მერიას ამის თაობაზე განცხადებით მიმართავს,"-  თქვა მან. საკრებულოს წევრებმა გაკარგულების მიღებას...
ქუთაისში, ავტოქარხნისა და ნიკეას უბნებში, ორი ახალი სკვერი ეწყობა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ავტოქარხნის ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ნიუსთაილი" ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი იხარჯება. ნიკეას ქუჩაზე სკვერის მშენებლობისთვის კი 155 300 ლარია განსაზღვრული, სამუშაოებს შპს "არადანი" აწარმოებს. ორივე სკვერში მოეწყობა თანამედროვე ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო, გასართობი და მოსასვენებელი ადგილები. ასევე კეთდება გარე განათება და გამწვანება. ნიკეას...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ალოობა-2020“ დაიწყო. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, რომ წელს მარცვლეული კულტურის მოსავალი მცირე იქნება. ამის მიზეზად ისინი სამთვიან გვალვას ასახელებენ. მათი თქმით, შარშან თუ ერთ ჰექტარ ფართობზე 3-4 ტონა ხორბალი მოიყვანეს, წელს ჰექტარზე მაქსიმუმ ორ ტონა ხორბალს აიღებენ. სულ საქართველოში წელს 200 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. მცირემოსავლიანობის მიუხედავად, ფერმერები ამბობენ, რომ ხორბალზე გაზრდილია მოთხოვნა და ფასი, რაც აბალანსებს მოსავალზე მიღებულ მოგებას...
რუსთავში, სანიაღვრე სისტემების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, ფიროსმანის ქუჩაზე ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდა, სადაც სანიაღვრე სისტემების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო. როგორც რუსთავის მერიის ა(ა)იპი “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელმა, გიორგი გოროზიამ TV4-თან საუბრისას განაცხ​ადა, სანიაღვრე სისტემების გაწმენდითი სამუშაოები პრობლემურ ლოკაციებზე განხორციელდება. სამუშაოებს “რუსთავსერვის ცენტრის” სანიაღვრე განყოფილების თანამშრომლებთან ერთად ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სანტექ სერვისი” ახორციელებს. ტენდერის საერთო ღირებულება 100 ათას ლარს შეადგენს. ქალაქში სანიაღვრე სისტემების გაწმენდით სამუშაოები ოქტომბრის თვეში დასრულდება.
საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და შეწყდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება. „პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტების ძალისხმევითა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის. მადლობა ეკუთვნის თითოეულ...
წინა სტატია ზუგდიდში, თეატრის ქუჩაზე მდებარე ყინულის მოედნის სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო. კონსტრუქცია ნაწილობრივ უკვე დაშლილია და ადგილზე მუშაობა გრძელდება. დემონტაჟს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტერმინალი“ 214 677 ლარად ახორციელებს. თანხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იხარჯება.  ამის შესახებ ლაივპრესი წერს. გარდა ამისა, ზუგდიდის მერიას მოუწევს 74999,62 ლარი გადაუხადოს ასევე ტენდერში გამარჯვებულ შპს ვეგა პლიუსს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ ზუგდიდის მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბენდელიანის ქუჩაზე ყინულის მოედნის...
ადგილობრივი წამოების მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება. რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, პრემიერის განცხადებით, მთავრობის შემდეგ სხდომაზე იმსჯელებენ მევენახეების მხარდაჭერის პაკეტზე. „ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ამ ცვლილების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ადგილობრივი წამოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს  მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 23 მაისს დაიწყო.  გამოძიებით დგინდება, რომ მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“   საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომელი ზედამხედველობას უწევდა, ქ. ფოთში,  შპს “TAHAL GROUP B.V.“-ისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ...
პრემიერმინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს ისტორიულ პოლიტიკური პროცესი უწოდა, რომელიც მისი შეფასებით, იყო რთული, დინამიური და ემოციური. „როგორც შედეგი დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთოს რეკომენდაციების საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი ამ პროცესს წარმატებით დაასრულებს. რა თქმა უნდა, ესა არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გადავიდეს დემოკრატიზაციის და მისი...
დუშეთში, კოსტავას ქუჩაზე ახალი ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცობით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე არსებული 295 მეტრი სიგრძის ამორტიზებული გზა ახალი ორ ფენიანი ასფალტის საფარით ნაცვლდება, რის შედეგადაც კოსტავას ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული ხდება. „პროექტის ფარგლებში იგეგმება ბორდიულების მოწყობაც. ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობის დროს ოცი ადამიანია დასაქმებული. კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს შპს "საგზაო შვიდი" და სახელშეკრულებო ღირებულება 239 200...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 სუფრაში 7 946.80 ლარი გადაიხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მედიის ცნობით, მათ 2020 წლის იანვარ-თებერვლის სარესტორნო მომსახურებაში გახარჯული თანხები დათვალეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიმართა ვახშამი 80 პერსონაზე (70 სტუმარი, 10 მასპინძელი), რაშიც ჯამში 5 352 ლარი გადაიხადა. მუნიციპალიტეტს სარესტორნო მომსახურება ზურაბ ქიმაძემ გაუწია. (მარნეულში მდებარე რესტორანი „სადღეგრძელო“- ერედწოდებული „გამატყავე“). მომდევნო ვახშამი იანვრის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მარნეულის მერიის წინ მდებარე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის თანხები ა(ა)იპ „სუფთა მარნეულის“ ბიუჯეტიდან გამოიყო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მარნეულში არსებული ძეგლების მოვლა-შენახვა მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ძეგლის რესტავრაციისათვის 7 000 ლარამდე დაიხარჯა. „მარნეულის მერიის ბრძანების საფუძველზე 5 მარტს დავიწყეთ ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები, მაგრამ კარანტინის გამო დროებით შეჩერებული იყო....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ