რუსთავში, სანიაღვრე სისტემების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, ფიროსმანის ქუჩაზე ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდა, სადაც სანიაღვრე სისტემების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო.
როგორც რუსთავის მერიის ა(ა)იპი “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელმა, გიორგი გოროზიამ TV4-თან საუბრისას განაცხადა, სანიაღვრე სისტემების გაწმენდითი სამუშაოები პრობლემურ ლოკაციებზე განხორციელდება. სამუშაოებს “რუსთავსერვის ცენტრის” სანიაღვრე განყოფილების თანამშრომლებთან ერთად ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სანტექ სერვისი” ახორციელებს.
ტენდერის საერთო ღირებულება 100 ათას ლარს შეადგენს. ქალაქში სანიაღვრე სისტემების გაწმენდით სამუშაოები ოქტომბრის თვეში დასრულდება.