მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 სუფრაში 7 946.80 ლარი გადაიხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მედიის ცნობით, მათ 2020 წლის იანვარ-თებერვლის სარესტორნო მომსახურებაში გახარჯული თანხები დათვალეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიმართა ვახშამი 80 პერსონაზე (70 სტუმარი, 10 მასპინძელი), რაშიც ჯამში 5 352 ლარი გადაიხადა. მუნიციპალიტეტს სარესტორნო მომსახურება ზურაბ ქიმაძემ გაუწია. (მარნეულში მდებარე რესტორანი „სადღეგრძელო“- ერედწოდებული „გამატყავე“).
მომდევნო ვახშამი იანვრის თვეში მარნეულის მერიამ 17-ში გამართა. სტუმრად მოწვეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 15 კაციანი წარმომადგენლობისათვის გამასპინძლების მიზნით 1 553 ლარი დაიხარჯა. მომსახურება ზემოთნახსენებმა რესტორანმა „სადღეგრძელომ“ გასწია. 17 იანვრის მენიუ კი ასე გამოიყურება.
14 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დაგეგმილ ახალგაზრდული პროგრამების პრეზენტაციაზე მოწვეული სხვადასხვა უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლებისათვის ალა-ფურშეტით გამასპინძლების მიზნით 506.80 ლარი დაიხარჯა. მერიამ გამარტივებული ტენდერი ამ შემთხვევაში შპს „მადაგონი 2“-თან გააფორმა.
კიდევ ერთი სუფრა 20 თებერვალს გაიშალა. ამ შემთხვევაში ჩამოსული სტუმრების სადილით გამასპინძლების თაობაზე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ მარნეულის მერს ზაურ დარგალს წერილით მიმართა. 20 პერსონაზე მერიამ რესტორან „სადღეგრძელოს“ 535 ლარი გადაუხადა. ჩამოსული სტუმრების ვინაობა ტენდერში მითითებული არაა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ მერიის მარტი-აპრილი-მაისი-ივნისის გამარტივებულ შესყიდვების სიასაც გადავხედეთ, ამ თვეების განმავლობაში კი სარესტორნო მომსახურებისთვის როგორც ჩანს მერიას თანხა არ დაუხარჯია. რამდენიმე გამარტივებული ტენდერი კი პანდემიის პერიოდში საკვებ პროდუქტების შესყიდვაზე აქვთ გაფორმებული.