ოზურგეთში გარემოვაჭრებს, სარგებლობის უფლებით, ადგილები გადაეცემათ

430

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც 1 ევლისს გაიმართა, გარევაჭრობის რეგულაციების წესის პროექტზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

საკითხის ირგვლივ  იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა.

“ძირითადდ, დღეის მდგომარეობით, გარემოვაჭრეები ვინც არიან, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ ის ადგილები, რომელსაც მერია შეარჩევს. გადაცემა მოხდება იმ პირთათვის, ვინც იქნება გარევაჭრობის მოსურნე და მერიას ამის თაობაზე განცხადებით მიმართავს,”-  თქვა მან.

საკრებულოს წევრებმა გაკარგულების მიღებას და მასზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, მხარი დაუჭირეს.