სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალციხის მერიაში რამდენიმე დღის წინ შევიდნენ. ამ ეტაპზე, აუდიტორები ადგილზე, მუნიციპალიტეტში მუშაობენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აუდიტის შესვლა წლიურ გეგმაში გათვალისწინებული იყო: „ახალციხის მუნიციპალიტეტში გეგმური აუდიტი დავიწყეთ. პროცესი შეჩერებული იყო ეპიდვითარების გამო. აუდიტორები ადგილზე მუნიციპალიტეტში მუშაობენ რამდენიმე დღეა. ანუ ახალი დაწყებული გვაქვს აუდიტორული შესწავლა“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო აუდიტი გეგმის მიხედვით, ორ-სამ წელიწადში ერთხელ შედის. მერიის აუდიტორულ შესწავლას 2019 წლიდან ითხოვდა ახალციხის საკრებულოს წევრი და ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე. „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში იგი განმარტავდა, რომ მუნიციპალიტეტში ტენდერების საქმე საეჭვო კითხვის ნიშნებს აჩენდა.
გოგოლაძე, აუდიტის შესვლის მოთხოვნით საკითხს, საკრებულოს სხდომებზე აყენებდა.