შეჩერებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები კალაურში მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სოფელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, სავალი ნაწილი გადათხრილია, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაოები მიატოვეს. ისინი ადგილზე უკვე ერთი კვირაა აღარავის უნახავს. კალაურში წყლის პრობლემაც აქვთ.
მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით და ისიც იმდენად მცირე რაოდენობით მიეწოდება, რომ მარაგის აღებას ვერ ასწრებს. კალაურელების პრობლემა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ დასახმარებლად ტელეკომპანია “გურჯაანს“ მომართეს.