ველისციხეში პარკთან და სამუსიკო სკოლასთან მისასვლელი გზის შესაკეთებლად 770 ათას ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გუჯრაანის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, პარკთან მისასვლე გზაზე აგვისტოს ბოლომდე მოეწყობა სანიაღვრე არხები და დაიგება ასფალტის პირველი საფარი. რაც შეეხება მეორე საფარს, ჯერჯერობით, თანხა გამოყოფილი არ არის.
გურჯაანის მერიაში იმედოვნებენ, რომ გზის სრულად მოასფალტებას 2021 წლამდე დაასრულებენ.