ქუთაისში, ავტოქარხნისა და ნიკეას უბნებში ახალი სკვერები ეწყობა

1019

ქუთაისში, ავტოქარხნისა და ნიკეას უბნებში, ორი ახალი სკვერი ეწყობა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ავტოქარხნის ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ნიუსთაილი” ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი იხარჯება.

ნიკეას ქუჩაზე სკვერის მშენებლობისთვის კი 155 300 ლარია განსაზღვრული, სამუშაოებს შპს “არადანი” აწარმოებს.

ორივე სკვერში მოეწყობა თანამედროვე ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო, გასართობი და მოსასვენებელი ადგილები. ასევე კეთდება გარე განათება და გამწვანება. ნიკეას და ავტოქარხნის დასახლებებში ახალი სკვერების კეთილმოწყობა აგვისტოში დასრულდება.