გახარია: სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს

453

ადგილობრივი წამოების მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება. რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, პრემიერის განცხადებით, მთავრობის შემდეგ სხდომაზე იმსჯელებენ მევენახეების მხარდაჭერის პაკეტზე.

„ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ამ ცვლილების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ადგილობრივი წამოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეყავს ისეთი ახალი დარგები, როგორებიცაა: თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება და აქვე იქნება დამატებული ყურძნის გადამუშავებაც. მოგეხსენებათ, რომ რთველის პერიოდი მოდის. ამაზე ჩვენ მთავრობის შემდეგ სხდომაზე ვიმსჯელებთ. ისევე, როგორც სხვა სექტორებს, რომლებსაც ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, ჩვენს მევენახეებზეც ვიმსჯელებთ მთავრობის შემდეგ სხდომაზე და ეს იქნება საკმაოდ ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი მევენახებიისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.