დუშეთში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

421

დუშეთში, კოსტავას ქუჩაზე ახალი ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცობით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე არსებული 295 მეტრი სიგრძის ამორტიზებული გზა ახალი ორ ფენიანი ასფალტის საფარით ნაცვლდება, რის შედეგადაც კოსტავას ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული ხდება.

„პროექტის ფარგლებში იგეგმება ბორდიულების მოწყობაც. ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობის დროს ოცი ადამიანია დასაქმებული. კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს შპს “საგზაო შვიდი” და სახელშეკრულებო ღირებულება 239 200 ლარია. შესრულებული სამუშაოები მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად დაათვალიერა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.