კურორტ გომისმთის მიმართულებით გადაადგილება ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილებით გუშინ საღამოდან შეიზღუდა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
როგორც ოზურგეთის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძე აცხადებს, გადაადგილების შეზღუდვა, კონკრეტულად კი სამშენებლო მასალების კურორტზე ატანის აკრძალვა, გომისმთაზე უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების ნაწილია.
თოთიბაძის თქმით, კურორტზე რამდენიმე პროექტის განხორციელება, მათ შორის გზის გაყვანა იგეგმება, მასიურად მიმდინარე უკანონო მშენებლობები კი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს კითხვის ნიშნის...
მრავალსართულიან კორპუსს შეწირული ასწლოვანი ევკალიპტები. ხელისუფლებას ხალხის ინტერესზე მეტად ინვესტიცია აინტერესებს. ბათუმში, ინასარიძის 24 ნომერში, „ძალა ერთობაშია 2006“-ის ამხანაგობის წევრები ბათუმის მერიის წინააღმდეგ არიან. როგორც ამტკიცებენ, კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ისე მიიღო, რომ შესაბამის სამსახურს არ გამოუკვლევია, რამდენად მიზანშეწონილია მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ინვესტიციის განხორციელება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბათუმში, ინასარიძის 24 ნომერში, პლაჟიდან 300 მეტრში, სამშენებლო კომპანია „როიალ ბულდინგმა “...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების ოჯახებს საკვები პროდუქტები ოთხი თვის განმავლობაში ურიგდებოდათ, დაასრულა.
თბილისის მერიის ცნობით, სოციალური პროექტი თბილისის რაიონების გამგებლებისა და მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით განხორციელდა, რომლებიც დაფასოებული პროდუქტების პაკეტებს აღსაზრდელების მშობლებს პირადად გადასცემდნენ.
„დავასრულეთ უპრეცედენტო სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური დახმარების გაწევას თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის იმ რთულ და...
გურიაში სტუმრობის ფარგლებში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ლანჩხუთელ ამომრჩეველს შეხვდა. კერძოდ, იგი სოფელ მოედანში ორკარის კანიონზე შეხვდა მოსახლეობას. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
შეხვედრას, დაახლოებით, 40-მდე ადამიანი ესწრებოდა.
როგორც გიგი უგულავამ თქვა, პარტია გურიაში დეპუტატობის კანდიდატად ხათუნა გოგორიშვილს განიხილავს.
„ჩვენ ოპოზიციას გურიის რეგიონში ხათუნა გოგორიშვილის კანდიდატურა შევთავაზეთ, თუმცა, ჯერჯერობით, არ ვართ შეჯერებულები ამ საკითხზე.
არ გამოვრიცხავ, რომ ბოლომდე ხათუნას კადიდატურა დარჩეს“, - აღნიშნა...
ქალაქ თელავში, მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი უყურადღებოდ დარჩენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას ითხოვს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მათი თქმით, გადათხრილი გზის გამო შეუძლებელია გადაადგილება და ამის გამო მანქანების სხვა ქუჩაზე გაჩერება უწევთ. ისინი შესაბამის სამსახურებს ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას სთხოვენ.
“დაანგრიეს აქაურობა, სახლში ვეღარ შევდივარ, თუ წვიმაა მით უმეტეს მეზობლის გალავნიდან მიწევს გადასვლა. ორი კვირა იქნება რაც ასეა მიტოვებული. მანქანას ხან...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში, ჩუმლაყში, ახაშენში, ველისციხეში, მუკუზანსა და ვაზისუბანში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ჩუმლაყში ორ შიდა საუბნო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ახაშენში დაწყებულია ჭაბურღილის მოწყობა, შეიცვლება ქსელი და კიდევ ერთი გზა მოასფალტდება.
ველისციხეში დაწყებულია 2 შიდა საუბნო გზის რეაბილიტიაცია და მოეწყობა ერთი ჭაბურღილი, მუკუზანსა და ვაზისუბანში კი გზები და სანიაღვრე არხები გაკეთდება.
„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტიის 30-ვე მაჟორიტარი ივლისის შუა რიცხვებში დასახელდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო პროგრამაზე მუშაობაც.
„ჩვენ წარვადგენთ ძალიან დეტალურ საარჩევნო პროგრამას, პროგრამა არის მზადების პროცესში და სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის დასრულდება ამ პროგრამაზე მუშაობა. ის მოიცავს ბუნებრივია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების ყველა მიმართულებას, ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა მიმართულებით...
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტომ კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოაწყო.
ხობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებსა და ადმინისტრაციულ შენობას.
გარეულ ფრინველთა მეურნეობა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, სააგენტოს წარმომადგენელთან, გოგი ქირიასთან ერთად დაათვალიერა.
ფერმაში კოლხური ხოხბები და ხონთქრის ქათმები ჰყავთ. სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე 1 000 ფრთამდე ხოხბის ნამრავლს გამოზრდიან.
მეურნეობაში საკვები ბაზის უზრუნველსაყოფად წელს ათ ჰექტარზე დაითესა სიმინდის მარცვალი....
გორში, მშენებარე ავტობუსების სადგომთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 402 380 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, ავტობუსების სადგომი მუნიციპალური ფონდის მიერ გადმოცემული 30 ახალი ავტობუსისთვის, კომბინატის დასახლებაში შენდება.
საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.
"აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას", - აცხადებენ მთავრობაში.
როგორც ჯანდაცვის...
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 300 ახალი მიკროავტობუსის შეძენის თაობაზე გამოცხადებული 29.8-მილიონიანი ტენდერი, რომელიც მეორედ გამოცხადდა, ხელახლა შეჩერდა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, შეწყვეტის მიზეზი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირებაა, რაც "კონკურენტული გარემოს შექმნას" ემსახურება.
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 01 ივლისის სხდომის №17 ოქმის თანახმად შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ დაევალა М2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვის შეწყვეტა, კონკურენტული...
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ორი ახალი შემთხვევა Covid-19-ით ინფიცირებისა, ორივე შემთხვევა არის იმპორტირებული შემთხვევა და გადაყვანილები არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან, 6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან და დასაშვები გახდა ღია სივრცეში...
ბათუმის ბულვარისა და სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის სამუშაო ვერსიაზე კიდევ ერთხელ იმსჯელა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში, ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა „ბაუდიზაინი“-ს მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია დეტალურად განიხილეს, მოისმინეს რეკომენდაციები არსებულ ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების და სივრცითი ტერიტორიული განვითარების შესახებ.
დისკუსია იმ კვლევის საფუძველზე შედგა, რომელიც ასევე „ბაუდიზაინმა“ მოამზადა. განაშენიანების გეგმასთან ერთად, დოკუმენტი მოიცავს როგორც ძველი...
მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე ქობულეთში. სოფელ დაგვაში მცხოვრები 6 წევრიანი ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. შამილიშვილებს სახლამდე მისასვლელი გზა ფაქტობრივად არ გააჩნიათ. ამბობენ, რომ თუ მათ მოთხოვნას ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, სოფლის მოსახლეობასთან ერთად აქციებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
შამილიშვილებს, სახლამდე მისასვლელი გზის მხოლოდ ეს მონაკვეთი გააჩნიათ. ოჯახი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას წლებია ითხოვს, თუმცა ვითარება უცვლელი რჩება. მათთან ვერც ავტომობილილი მიდის ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ზაზა გოგოხიას ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს აუშენებს.
ზუგდიდის მერიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად, ოჯახს პირადად გააცნო და სოციალური სახლების მშენებლობის პროექტში მოხვედრა მიულოცა.
როგორც ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, გოგოხიების ოჯახს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უწევს ცხოვრება, ახალი სახლის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება და წლის ბოლოსთვის ისინი კეთილმოწყობილ სახლში იცხოვრებენ. ზაზა გოგოხიას მსგავსად საცხოვრებელი...
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კონპანია" გარდაბნის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
„აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 7 ივლისის 8:00საათიდან 8 ივლისის 18 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ გარდაბანსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლელაშხა, კაპანახშჩი, კოტეჯები, თბილეყარო, ბოტანიკა და თბილეყარო, ასევე ულიანოვკის დასახლება.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































