ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ზაზა გოგოხიას ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს აუშენებს.
ზუგდიდის მერიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად, ოჯახს პირადად გააცნო და სოციალური სახლების მშენებლობის პროექტში მოხვედრა მიულოცა.
როგორც ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, გოგოხიების ოჯახს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უწევს ცხოვრება, ახალი სახლის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება და წლის ბოლოსთვის ისინი კეთილმოწყობილ სახლში იცხოვრებენ. ზაზა გოგოხიას მსგავსად საცხოვრებელი სახლი კიდევ 23 ოჯახს აუშენდება.
„ერთი თბილი ოთახის“ პროგრამით კი 21 ოჯახი ისარგებლებს. მერიის ინფორმაციით, სოციალური სახლების მშენებლობასა და „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე პრიორიტეტული ოჯახები მერიის სოციალურმა კომისიამ დღეს გამოავლინა. 2015 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 117 სახლი აშენდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.