უგულავა: ოპოზიციას გურიის რეგიონში ხათუნა გოგორიშვილის კანდიდატურა შევთავაზეთ

658

გურიაში სტუმრობის ფარგლებში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ლანჩხუთელ ამომრჩეველს შეხვდა. კერძოდ, იგი სოფელ მოედანში ორკარის კანიონზე შეხვდა მოსახლეობას. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

შეხვედრას, დაახლოებით, 40-მდე ადამიანი ესწრებოდა.

როგორც გიგი უგულავამ თქვა, პარტია გურიაში დეპუტატობის კანდიდატად ხათუნა გოგორიშვილს განიხილავს.

„ჩვენ ოპოზიციას გურიის რეგიონში ხათუნა გოგორიშვილის კანდიდატურა შევთავაზეთ, თუმცა, ჯერჯერობით, არ ვართ შეჯერებულები ამ საკითხზე.

არ გამოვრიცხავ, რომ ბოლომდე ხათუნას კადიდატურა დარჩეს“, – აღნიშნა უგულავამ.