თელავში, მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას ითხოვს

489

ქალაქ თელავში, მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი უყურადღებოდ დარჩენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას ითხოვს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

მათი თქმით, გადათხრილი გზის გამო შეუძლებელია გადაადგილება და ამის გამო მანქანების სხვა ქუჩაზე გაჩერება უწევთ.  ისინი შესაბამის სამსახურებს ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას სთხოვენ.

“დაანგრიეს აქაურობა, სახლში ვეღარ შევდივარ, თუ წვიმაა მით უმეტეს მეზობლის გალავნიდან მიწევს გადასვლა. ორი კვირა იქნება რაც ასეა მიტოვებული. მანქანას ხან რომელ გზაზე ვაჩერებთ ხან რომელზე”,– ამბობს თელავის მკვიდრი ლალი ლეგაშვილი.