გორში, მშენებარე ავტობუსების სადგომთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 402 380 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, ავტობუსების სადგომი მუნიციპალური ფონდის მიერ გადმოცემული 30 ახალი ავტობუსისთვის, კომბინატის დასახლებაში შენდება.