გურჯაანის 5 სოფელში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

324

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში, ჩუმლაყში, ახაშენში, ველისციხეში, მუკუზანსა და ვაზისუბანში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

ჩუმლაყში ორ შიდა საუბნო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ახაშენში დაწყებულია ჭაბურღილის მოწყობა, შეიცვლება ქსელი და კიდევ ერთი გზა მოასფალტდება.

ველისციხეში დაწყებულია 2 შიდა საუბნო გზის რეაბილიტიაცია და მოეწყობა ერთი ჭაბურღილი, მუკუზანსა და ვაზისუბანში კი გზები და სანიაღვრე არხები გაკეთდება.