„გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გარდაბნის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

454

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კონპანია” გარდაბნის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

„აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 7 ივლისის 8:00საათიდან 8 ივლისის 18 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ გარდაბანსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლელაშხა, კაპანახშჩი, კოტეჯები, თბილეყარო, ბოტანიკა და თბილეყარო, ასევე ულიანოვკის დასახლება.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, – ნათქვამია “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კონპანიის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.