ბათუმის ბულვარისა და სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის სამუშაო ვერსიაზე კიდევ ერთხელ იმსჯელა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში, ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა „ბაუდიზაინი“-ს მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია დეტალურად განიხილეს, მოისმინეს რეკომენდაციები არსებულ ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების და სივრცითი ტერიტორიული განვითარების შესახებ.
დისკუსია იმ კვლევის საფუძველზე შედგა, რომელიც ასევე „ბაუდიზაინმა“ მოამზადა. განაშენიანების გეგმასთან ერთად, დოკუმენტი მოიცავს როგორც ძველი ბულვარის ისტორიულ-არქიტექტურულ, ასევე არქეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს.