წინა სტატია ახალციხის რაიონულ სასამართლოში აგრარული ბაზრის საჩივარი განიხილეს. სავაჭრო ცენტრის დირექტორი იმ ოქმის გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში 15 000 ლარით დაჯარიმდა. მისი თქმით, სამართალდარღვევას არ აღიარებს, რადგან ამავე დღეს პოლიციას ბაზრის ტერიტორიაზე არცერთი ფიზიკური პირი დაუჯარიმებია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის სასამართლოში, სავაჭრო ცენტრ „ახალციხეს“, იგივე აგრარული ბაზრის საჩივარი დღეს, 13 ივლისს განიხილეს. პროცესზე სამართალდამცავი ორგანოს...
წინა სტატია ახალციხის მუნიციპალიტეტში საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემა აღმოფხვრილია. 13 სოფლის მცხოვრებთა პრობლემა მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის ჩართულობით მოგვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საძოვრების პრობლემის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ საპროტესტო აქციები ორჯერ გამართა. „აქციის გამართვის პირველივე დღიდან, პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად ჩაერთვნენ მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე. ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ,...
ბათუმში, თამარის დასახლებაში სარკინიგზო გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მერიის ინფორმაციით, ლიანდაგის ფენილი თანამედროვე სტანდარტის ახალი რეზინოკორდული ფენილით შეიცვლა. "თანამედროვე სარკინიგზო გადასასვლელი ბათუმის მერიისა და საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო. თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, მსგავსი სამუშაოები ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სხვა სარკინიგზო გადასასვლელებზეც განხორციელდება", - განმარტავენ მერიაში. https://www.facebook.com/BatumiCityHallofficial/videos/634099337199964/?__xts__=68.ARB2WQBj7bSqjTFWNAfxD6qd2Nu0PeROv49i_aTIdgqfXUQrBcn7p337OVTXlED2cAu7LtpGQeDb_FTI_0BpVSHEjn42siRGS_zm7-Cu9L1jjz3c5s4uBmQ3YJyE7j-tqoHUoiW8KrIVllTSnuGgJCAZeiVUv1moeHm41EGv9S9oyZswjg7_wsO1QXS3Se_QqsztS1s4toNuOxsz25ATEtQvNzDh1ZNpXsLZ0jnlxtF2sC_VF35riYDCRXhWHhsbk0J4m4e5mKVOK5gHspHdIW_SFQRGlkdApDBBJR2ix2DuRJDEla4n3IUlQ7Fwu3q5f6DWCepY3Rq-Ad9iTXASCQzhSKJIuooJBVRwDQ&__tn__=-R
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი აგრძელებს სოფლის ბიბლიოთეკების განახლებასა და სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 13 ივლისს კიდევ ერთი სკვერის ბიბლიოთეკა მოეწყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცენტრში. ამასთან, ეკვილიბრიუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქართული ბიბლიოთეკების მოწყობა და ქართული წიგნების ჩატანა არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში, ამჯერად ქართული წიგნები კაბალის თემის სოფელ განჯალას გადაეცა საჩუქრად. "დღეს კახური ტური გვქონდა: ლაგოდეხის...
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოსტკრიზისულ გეგმაზე და სტრატეგიაზე, რაც მოიცავს ძალიან კომპლექსურ ღონისძიებებს, როგორც მაკროეკონომიკური ისე ფისკალურ და, რაც მთავარია სექტორულ ნაწილში, რაც თავის მხრივ ინვესტიციების წახალისებას ითვალისწინებს და ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და...
გლდანის რაიონში, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, ამორტიზებული სახურავი 34 მისამართზე შეიცვალა. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა როგორც ქანობიანი, ასევე, ბრტყელი სახურავები და რეაბილიტირდა წყალსაწრეტი მილები. "ჯამში, 34 სახურავისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 601 214 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, გამგეობის მიერ, სამუშაოები კიდევ რვა მისამართზე მიმდინარეობს. გლდანის რაიონში მიმდინარე წელს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, სულ 70 პროექტი განხორციელდა. ამასთან, ამ დროისთვის...
მთაწმინდის რაიონში, რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ამჯერად, სამუშაოები ვ. პეტრიაშვილის ქუჩა N 25-27-29-ში დასრულდა. "პროექტის ფარგლებში, ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა. სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 63 611 ლარი გამოიყო", - აცხადებენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში. https://www.facebook.com/MtatsmindaDistrict/photos/a.3480011795413013/3480011902079669/?type=3&__xts__=68.ARBKN5ioki52s6NobkmL6oEUk5p0BWYHXOmy0wumI9ipKeDkijLtipBw1kq6hYgNmFhJ8N7ZbfjSVfKMSwB0O2LjEdxzADvE8UZPKvuYgwWsIvH0EQGQcUNg6mczELwZu97H7PuNheXZjHhELVAMvw3Na475kpvJy4I9OZGtVoy-TFIFtTmAopiMiGno9I4KFvHnvITHlQbU5H6BHlGujBpLjNSk3Rr0alpwuOr1QNOCO3aVE3Zam621hZEnG1yD6N9NXgUE4idK0bGUjR-2Zlv_zLKdWX43Kc228FOMRLXusrVMz_aByyXAjB3nrxhmI8--nAj-aJDc4xOq_uGN1k32_Yp1gJETGJ993M571d61oG1bNzArM4rQE5xSq2njn7Qq_S8SwYCcmgj1B3SU7BhBxy34kAtNOE4oZFgDDYg0osDp406V1bc85qF9rIwxpNBYtJbZG8nEpup-1Dxy&__tn__=-R
2020 წელს მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 5 სპორტული მოედანი მოაწყო. გამგეობის ინფომაციით, სამუშაოები ი. ნიკოლაძის ქუჩა N6-ში; ვ. პეტრიაშვილის ქ. N7-ში; გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ; ფ. ლაპიაშვილის I ჩიხი N 1-ში და  გ. ათონელის ქ. N5-ში განხორციელდა/ მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, კიდევ 2 სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. "აღნიშნული სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო", - განმარტავენ გამგეობაში. https://www.facebook.com/MtatsmindaDistrict/photos/a.704959016251652/3480440598703466/?type=3&theater
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონში ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ზვიად შალამბერიძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს ქუთაისის შემოგარენში სხვადასხვა ისტორიული ლოკაციების მოძიება სპეციალისტებთან ერთად. "რუას აბანოების შესახებ ჩემთვის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მკვლევარებთან და DMO Imereti-ის ხელმძღვანელობასთან ერთად აღნიშნული ადგილის შესწავლის გადაწყვეტილება მივიღე....
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ინფორმაციით, ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. მათი ცნობით, კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ზუგდიდში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. გიგა მანდარია კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს, ქალაქის მერთან, გეგა შენგელიასთან ერთად შეხვდა და დარჩენილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. კომპანიის დირექტორის განცხადებით, კონტრაქტორს სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული აქვს, თუმცა მშენებელს მიეცა მითითებები, რომ დარჩენილი...
video
TV 25 TV 25-ის ეთერში თვითმმართველობის საკითხების მკვლევარმა მაგდა პოპიაშვილმა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის შესაძლო გადადგომაზე, ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე მოვლენებსა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ურთიერთობებზე ისაუბრა.
"ბათუმელები" ავტორი: ჯაბა ანანიძე „ეს არის კიდევ ერთი მერის თანამდებობიდან გადაყენება, რითაც თვითმმართველობის ხარისხი უარესდება…“ – ასე აფასებს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის შვებულებაში წასვლას ირაკლი მელაშვილი. ის ექსპერტია თვითმმართველობის საკითხებში და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო სამზადისის ფარგლებში თავიდან იშორებს მერებს, რომლებსაც ან არ ენდობა, ან პოპულარულები არ არიან. დღეს, 13 ივლისს ფეისბუქში პოსტი დაწერა და თანამდებობა დატოვა ხარაგაულის მერმაც. თუ ლაშა კომახიძეც გადადგება, ის იქნება მეექვესე...
ახალგაზრდობის სააგენტო, სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ატარებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს. რეგიონული ტურნეს ფარგლებში სააგენტო დღეს, 13 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს არჩილ ჯაფარიძეს, რწმუნებულის მოადგილეს გიორგი გონაძეს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ჩიკვაიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობირივ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულმა 629 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. აღნიშნული ქულები სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა....
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, "გირჩი" მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას ხმას მისცემს, "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს. მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წახალისებაა. Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცესკოს ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას. ამ მოწოდებას "გირჩი" "ფეისბუქზე" ავრცელებს. რა არის ამისათვის საჭირო? დარეგისტრირდით "გირჩის" პორტალზე (girchi.com)...
წინა სტატია ოჯახურ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდება. შესაბამისი პროცედურა, მიხეილ გრემელაშვილისათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, საკრებულოს აპარატმა უკვე დაიწყო. აპარატის უფროსის, ტარიელ გალახვარიძის ინფორმაციით, შესაბამისი ინფორმაცია პროკურატურიდან უკვე გამოთხოვილია. "ჩვენ უკვე მივმართეთ პროკურატურას, მოგვაწოდოს ინფორმაცია, აღკვეთის რა ღონისძიებაა გამოყენებული. ვიცით, რომ ეს არის პატიმრობა, ამიტომ საკრებულო ცნობად მიიღებს და მიხეილ გრემელაშვილს უფლებამოსილებას შეუჩერებს. ჩვენ კენჭისყრის უფლებაც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ