ახალციხის მუნიციპალიტეტში საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემა აღმოფხვრილია. 13 სოფლის მცხოვრებთა პრობლემა მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის ჩართულობით მოგვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საძოვრების პრობლემის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ საპროტესტო აქციები ორჯერ გამართა.
„აქციის გამართვის პირველივე დღიდან, პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად ჩაერთვნენ მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე.
ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ, როგორც აქციის მონაწილეებს, ისე კახეთიდან ჩამოსულ მწყემსებს. ამ ეტაპისთვის ნაწილი ფარა გადაყვანილია ასპინძის მუნიციპალიტეტში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომელიც მოსახლეობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.