მთაწმინდის რაიონში, რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, ამჯერად, სამუშაოები ვ. პეტრიაშვილის ქუჩა N 25-27-29-ში დასრულდა.
“პროექტის ფარგლებში, ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა.
სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 63 611 ლარი გამოიყო”, – აცხადებენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.
მთაწმინდის რაიონში, რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჯერად, სამუშაოები ვ. პეტრიაშვილის ქუჩა…
Posted by მთაწმინდის რაიონის გამგეობა on ორშაბათი, 13 ივლისი, 2020