გლდანის რაიონში, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, ამორტიზებული სახურავი 34 მისამართზე შეიცვალა.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა როგორც ქანობიანი, ასევე, ბრტყელი სახურავები და რეაბილიტირდა წყალსაწრეტი მილები.
“ჯამში, 34 სახურავისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 601 214 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, გამგეობის მიერ, სამუშაოები კიდევ რვა მისამართზე მიმდინარეობს. გლდანის რაიონში მიმდინარე წელს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, სულ 70 პროექტი განხორციელდა. ამასთან, ამ დროისთვის სხვადასხვა სახის სამუშაო 26 მისამართზე მიმდინარეობს”, – განმარტავენ გლდანის რაიონის გამგეობაში.