2020 წელს მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 5 სპორტული მოედანი მოაწყო.
გამგეობის ინფომაციით, სამუშაოები ი. ნიკოლაძის ქუჩა N6-ში; ვ. პეტრიაშვილის ქ. N7-ში; გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ; ფ. ლაპიაშვილის I ჩიხი N 1-ში და გ. ათონელის ქ. N5-ში განხორციელდა/
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, კიდევ 2 სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
“აღნიშნული სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო”, – განმარტავენ გამგეობაში.