ახალგაზრდობის სააგენტო „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ატარებს

916

ახალგაზრდობის სააგენტო, სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ატარებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში სააგენტო დღეს, 13 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს არჩილ ჯაფარიძეს, რწმუნებულის მოადგილეს გიორგი გონაძეს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ჩიკვაიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობირივ თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშნული მიმართულების ფარგლებში სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც განსახორციელებელია. განვითარება გულისხმობს, რომ საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ონის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ასევე ადგილზე მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი, რომელიც კოორდინაციისა და აღსრულების ნაწილშია ჩართული.

ამ მიმართულებით სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა. სააგენტო მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლებს 4 ეტაპად გადაამზადებს. ამასთან, ახლახანს დასრულდა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები.