საკმაოდ რთული რაიონია სოციალურად დიდუბე-ჩუღუღეთი, ჩუღურეთს კარგად ვიცნობ, დიდუბეში გავიზარდე და ჩუღურეთში გადავედი. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვისაც არ ვარ უცნობი არა მხოლოდ ბიოგრაფიით, საქმითაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. „ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ იმდენად, რამდენადაც, განწყობა არა მხოლოდ ჩემს რაიონში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში არის პოზიტიური მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებია. ამ სირთულეებთან...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკუთარი რეანომობილი მოემსახურება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი კი მუშაობას ახალ შენობაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო-სამედიცინო სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. ახალი შენობის გახსნისა და რეანომობილის გადაცემის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით...
კარგად ვიცნობ ოთხივე მუნიციპალიტეტის როგორც მცხოვრებლებს, ასევე პრობლემებს. მესმის ის პასუხისმგებლობა, თუ რას ნიშნავს პარლამენტის წევრი იყო, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თელავის, ყვარელის, ამეტისა და ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. „რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებ. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა, რადგან ეს არის კახეთისთვის ეკონომიკის წამყვანი მიმართულება. კარგად მესმის, თუ რა რეფორმებია გასატარებელი იმისთვის,...
ჩემთვის ესაა უაღრესად დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა - რომ ჩემი ქალაქის წინაშე მაჟორიტარი კანდიდატის რანგში წარვდგე, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. „ესაა ბრძოლა, რომელსაც ჩვენ სამართლიანი, თანმიმდევრული საარჩევნო კამპანიის შედეგად, დავამთავრებთ წარმატებით. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში გამარჯვებას მოვიპოვებთ, რადგან მჯერა ზუგდიდელების მხარდაჭერის და მჯერა, რომ ზუგდიდში...
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დღეიდან 3 დღის განმავლობაში ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის შ. რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, ქუჯის ქუჩისა და შ. რუსთაველის ქუჩის კვეთიდან, მარცხენა სანაპიროსა და შ. რუსთაველის ქუჩის კვეთამდე (ხიდის ორივე მხარეს), გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარების მიზნით, გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება 22 ივლისის 24:00 საათამდე. "კომბინატის" მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მ. კოსტავას ქუჩით, ხოლო დაბალი...
„სამგორის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანია და ძალიან მრავალფეროვანი. მე იქ თითქმის 20 წელი ვიცხოვრე და ზეპირად ვიცი თითოეული ქუჩა და უბანი“ - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. „ქართული ოცნება“ - ესაა გუნდი, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა და ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის პერიოდში, როცა თითოეული მოქალაქე და მთავრობის თითოეული წევრი ერთად...
ქედის მერიამ მუზეუმის მშენებელ კომპანია „ნიუ-სთაილ-ბილდინგს“ გაფრთხილება მისცა. მერიის მონიტორინგის ჯგუფმა კომპანიას მუშაობის ტემპი დაუწუნა. სამუშაოები კომპანიამ   გრაფიკის მიხედვით, სექტემბრის ბოლოს უნდა დაასრულოს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. შენობა, სადაც ახლა მუზეუმია განთავსებული, რეაბილიტაციას  საჭიროებს. პროექტის ბიუჯეტი 310 000 ლარია. ქედის მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვალდებულებას არ შეასრულებს, ხელშეკრულებას შეუწყვეტენ.
„მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში იდეების  წარდგენა ქედაში დღეს სრულდება. მერიაში განსახორციელებელი პროექტების 14 იდეაა დარეგისტრირებული. დოლოგნისა და დაბა ქედის მოსახლეობამ გარეგანათებების, პარკების, დასასვენებელი და გასართობი ცენტრების მოწყობის იდეები წარადგინა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. შემდეგ ეტაპზე წარდგენილ იდეებს შეარჩევენ.პროექტი  წელს საპილოტეა და მხოლოდ დოლოგანსა და დაბა ქედაში განხორციელდება. პროგრამა ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეების მიერ სოფელში განსახორციელებელი პროექტის იდეების წარდგენას და ხმის მიცემის პროცედურით იდეის შერჩევას გულისხმობს. პროექტი...
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ, ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება, რადგან ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ სწრაფად, ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარია კოჯორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ არჩევნებს ჩაატარებენ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით და `ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება „რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ, რომ ცესკოში რეგისტრაციის ვადები არ დაურღვევიათ. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მათ ცესკო-ს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით სასამართლოს უკვე მიმართეს. სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს, 20 ივლისს არის დანიშნული. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცესკო-ში ​შეიტანა რეგისტრაციის განაცხადი ვადების დაცვით. 15 ივლისს იყო ბოლო ვადა, ანუ 14 ივლისს ჩვენ განაცხადი უკვე გავგზავნეთ ფოსტით. ცესკო-ს თავმჯდომარემ არ ჩათვალა პროცესი მისაღებად, რომ დაერეგისტირებინა პარტია...
წინა სტატია ახალციხე ნიუსმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს გადატენილი იარაღით ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს. მასთან ერთად არიან სხვა შეიარაღებული პირებიც. https://www.facebook.com/akhalkalakinews/videos/1720066588133618/?eid=ARDFKoEB0zoIDjzgVIVelXnwsbdiuSpy-LaG3nQPHkIlt1uxlqyHEVDPd94r45OvWnmgpeKYZ2L5xl1C ვიდეოს დასაწყისში ჩანს, რომ მკოიანი იარაღს ტენის და ვიღაცას უმიზნებს, თუმცა, კადრში არ არის აღქმადი ვის. პოლიცია ცდილობს, შეიარაღებული დეპუტატი და მისი თანხმლები პირები მიწოლით შეაჩეროს, თუმცა მკოიანს ვერ იმორჩილებს. დეპუტატი პოლიციას ყელში წვდება და ასე იშორებს,...
"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი დაასახელა. რუსთავის საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი, ნინო ლაცაბიძეა. ამასთან, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის ყველაფერს "წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას". "ნინოს აქვს ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება საჯარო სამსახურში. დღეს ის არის თბილისის საკრებულოს აქტიური წევრი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს წარმატებით უთავსებს...
პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის ოთხი მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულია. აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხაში მაჟორიტარობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია წარადგინა. გორისა და კასპის გაერთიანებულ ოლქში "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარ კანდიდატად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ხოჯევანიშვილი დაასახელა. მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია შალვა კერესელიძე, რეგიონის...
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია დაიწყო. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქში - დავით სერგეენკო, ვაკეში - ნოდარ ტურძელაძე, გლდანში - ლევან კობიაშვილი, სამგორში - სოზარ სუბარი, მთაწმინდისა და კრწანისის საარჩევნო ოლქში - ბექა ოდიშარია, ისანში - კახი კახიშვილი, ნაძალადევში - მიხეილ ყაველაშვილი, დიდუბისა...
შემდეგი სტატია "ქართულმა ოცნებამ" გარდაბნისა და მარნეულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად მარნეულის მოქმედი მერი ზაურ დარგალი წარადგინა. მმართველმა პარტიამ დღეს, 20 ივლისს, 30 მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა. მათ შორის არის 4 სახელმწიფო რწმუნებული. ასევე 30-კაციან მაჟორიტარობის მსურველთა სიაში მხოლოდ ერთი ქალია.
სტატიის გაგრძელება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას” უარი უთხრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე და ამის მიზეზად ცესკოში განცხადების ვადის დარღვევით შეტანა დაასახელა. განკარგულებას ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ