კარგად ვიცნობ ოთხივე მუნიციპალიტეტის როგორც მცხოვრებლებს, ასევე პრობლემებს. მესმის ის პასუხისმგებლობა, თუ რას ნიშნავს პარლამენტის წევრი იყო, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თელავის, ყვარელის, ამეტისა და ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
„რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებ. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა, რადგან ეს არის კახეთისთვის ეკონომიკის წამყვანი მიმართულება. კარგად მესმის, თუ რა რეფორმებია გასატარებელი იმისთვის, რომ თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება მოქალაქეების ინტერესებზე იყოს მორგებული. ასევე, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდეს და ეკონომიკური აღმავლობა შეუქცევადი გახდეს. ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ფუნქცია იქნება, კონკრეტული საკანონმდებლო ნაბიჯები გადავდგა, რაც მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს. კერძოდ, ისეთი რეფორმები და კანონები იყოს მიღებული, რაც ეკონომიკას განავითარებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. “ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს.