ვოლსკი: ამომრჩეველს ვპირდებით, რომ ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა თავი დავაღწიოთ ორ უბედურებას, ოკუპაციას და ვირუსის შემოტევას

418

საკმაოდ რთული რაიონია სოციალურად დიდუბე-ჩუღუღეთიჩუღურეთს კარგად ვიცნობ, დიდუბეში გავიზარდე და ჩუღურეთში გადავედი. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვისაც არ ვარ უცნობი არა მხოლოდ ბიოგრაფიით, საქმითაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

„ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ იმდენად, რამდენადაც, განწყობა არა მხოლოდ ჩემს რაიონში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში არის პოზიტიური მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებია. ამ სირთულეებთან გასამკლავებლად საზოგადოება სწორედ „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, როგორც სტაბილურობის და განვითარების რეალურ რესურს. ჩვენს რაიონებს მივესალმები და მათ მხარდაჭერას ველოდები. ამომრჩეველს ვპირდებით იმას, რომ განვითარებას საფუძვლად ექნება სტაბილურობა, რასაც რვა წელში საგანგებო ყურადღება ექცეოდა. ვპირდებით იმას, რომ ჩვენი საქმიანობა აქტიური იქნება, რომ თავი ორ უბედურებას დავაღწიოთ – ოკუპაციას და ვირუსს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. “ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს.