ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დღეიდან 3 დღის განმავლობაში ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის შ. რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ, ქუჯის ქუჩისა და შ. რუსთაველის ქუჩის კვეთიდან, მარცხენა სანაპიროსა და შ. რუსთაველის ქუჩის კვეთამდე (ხიდის ორივე მხარეს), გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარების მიზნით, გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება 22 ივლისის 24:00 საათამდე.
“კომბინატის” მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მ. კოსტავას ქუჩით, ხოლო დაბალი ზონის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა შ. ხუბულავას ქუჩით უნდა ისარგებლონ.