სუბარი: მაჟორიტარობის 30-ვე კანდიდატი ძალიან გამოცდილია

346

„სამგორის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანია და ძალიან მრავალფეროვანი. მე იქ თითქმის 20 წელი ვიცხოვრე და ზეპირად ვიცი თითოეული ქუჩა და უბანი“ – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

„ქართული ოცნება“ – ესაა გუნდი, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა და ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის პერიოდში, როცა თითოეული მოქალაქე და მთავრობის თითოეული წევრი ერთად ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. მნიშვნელოვანია, რომ 30-ვე კანდიდატი, რომელიც დასახელდა, არის ძალიან გამოცდილი – ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი – ბიზნესის სფეროდან მოსული ადამიანი. თითოეულ მათგანს ქვეყნის, თავისი კუთხისა და სამაჟორიტარო ოლქის განვითარებაში უზარმაზარი წვლილის შეტანა შეუძლია“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. “ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს.