ჩემთვის ესაა უაღრესად დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა – რომ ჩემი ქალაქის წინაშე მაჟორიტარი კანდიდატის რანგში წარვდგე, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.
„ესაა ბრძოლა, რომელსაც ჩვენ სამართლიანი, თანმიმდევრული საარჩევნო კამპანიის შედეგად, დავამთავრებთ წარმატებით. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში გამარჯვებას მოვიპოვებთ, რადგან მჯერა ზუგდიდელების მხარდაჭერის და მჯერა, რომ ზუგდიდში ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ მიმართ ის მხარდაჭერა, რომლის შედეგადაც, ქვეყანას კიდევ უფრო განვავითარებთ, უფრო დემოკრატიულს გავხდით და ეკონომიკურად გავაძლიერებთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. “ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს.