ქედის მერიამ მუზეუმის მშენებელ კომპანია „ნიუ-სთაილ-ბილდინგს“ გაფრთხილება მისცა. მერიის მონიტორინგის ჯგუფმა კომპანიას მუშაობის ტემპი დაუწუნა. სამუშაოები კომპანიამ გრაფიკის მიხედვით, სექტემბრის ბოლოს უნდა დაასრულოს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
შენობა, სადაც ახლა მუზეუმია განთავსებული, რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტის ბიუჯეტი 310 000 ლარია. ქედის მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვალდებულებას არ შეასრულებს, ხელშეკრულებას შეუწყვეტენ.