პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია დაიწყო.
ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქში – დავით სერგეენკო, ვაკეში – ნოდარ ტურძელაძე, გლდანში – ლევან კობიაშვილი, სამგორში – სოზარ სუბარი, მთაწმინდისა და კრწანისის საარჩევნო ოლქში – ბექა ოდიშარია, ისანში – კახი კახიშვილი, ნაძალადევში – მიხეილ ყაველაშვილი, დიდუბისა და ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში – გიორგი ვოლსკი იქნება.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ოცნების კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანი, ფოთში, ხობსა და სენაკში – ირაკლი ხახუბია, აბაშაში, მარტვილისა და ჩხოროწყუში – ალექსანდრე მოწერელია, მარნეულისა და გარდაბანის ოლქში – ზაურ დარგალი, ბოლნისში, თეთრწყაროში, დმანისსა და წალკაში – გოგი მეშველიანი, რუსთავში – ნინო ლაცაბიძე, ქუთაისში – ზაზა ლომინაძე, სამტრედიის, წყალტუობს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში – გივი ჭიჭინაძე, საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში – პაატა კვიჟინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში – ბეჟან წაქაძე, გორსა და კასპში – გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურსა და ქარელში – ზაზა დუგლაძე, ამბროლაურში, ონში, ცაგერსა და მესტიაში – გოჩა ენუქიძე, ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში – ანტონ ობოლაშვილი, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – სამველ მანუკიანი, ბათუმში – რესან გონცელიძე, ქობულეთში – ზაალ მიქელაძე, ხულოში, შუახევსა და ქედაში – ანზორ ბოლქვაძე, მცხეთაში, დუშეთში, ყაზბეგსა და თიანეთში – შალვა კერესელიძე, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში – ვასილ ჩიგოგიძე, თელავში, ახმეტაში, ყვარლისა და ლაგოდეხში – ირაკლი ქადაგიშვილი და ბოლოს, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის საარჩევნო ოლქში ოცნების კანდიდატად დავით სონღულაშვილი დასახელდა.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.