გურჯაანში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა

800

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკუთარი რეანომობილი მოემსახურება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი კი მუშაობას ახალ შენობაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო-სამედიცინო სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

ახალი შენობის გახსნისა და რეანომობილის გადაცემის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ ტალაკვაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრენენ.