პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის ოთხი მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულია.
აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხაში მაჟორიტარობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.
გორისა და კასპის გაერთიანებულ ოლქში “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარ კანდიდატად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ხოჯევანიშვილი დაასახელა.
მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია შალვა კერესელიძე, რეგიონის მოქმედი სახელმწიფო რწმუნებული.
თელავის, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნებამ” მაჟორიტარ კანდიდატად ასევე მოქმედი სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქალაგიშვილი წარადგინა.